,, ძალიან ემოციური და გამარჯვებებით სავსე დღე გვქონდა ჩვენს სპორტის სასახლეში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშა გურულს კარიერაში, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას”-ნინო ლაცაბიძე

,,მიხარია, რომ ეს ბრძოლა მან მშობლიურ ქალაქში მოიგო და რუსთაველებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ ჩვენს ქალაქში.

სარეიტინგო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ კიდევ ერთ რუსთაველ მოკრივეს, გიორგი კაპანაძეს და ყველა სპორტსმენს, ვინც გუშინდელი დღე, გამარჯვებით დაასრულა.

რუსთავის სპორტის სასახლეში, პროფესიონალური კრივის გრანდიოზული შოუ გაიმართა.

რუსთაველმა ოლიმპიელმა ლაშა გურულმა, განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა და პროფესიონალურ კრივში სადებიუტო ბრძოლა მოიგო.

ქართველ მოკრივეებს, რუსთაველებთან ერთად გულშემატკივრობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

გამარჯვება, რუსთაველ სპორტსმენს, რინგზევე მიულოცეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა.

ღონისძიებას, გულშემატკივრებთან ერთად, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სამგზის ოლიმპიური ჩემიონი და პარლამენტარი ლაშა ტალახაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.

სპორტულ საღამოზე 15 ბრძოლა შედგა.

სარეიტინგო ბრძოლა მოიგო კიდევ ერთმა რუსთაველმა გიორგი კაპანაძემ.

კრივის შოუზე გამართული ოთხი ძირითადი ორთაბრძოლა 4 ქართველის მოკრივის გამარჯვებით დასრულდა.”ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading