რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამე უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე ენერგოსისტემის ობიექტები დაბომბა
მტერმა მასიური დარტყმა მიაყენა ხარკოვის რეგიონის ენერგეტიკულ სისტემას.უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები თავდაცვის გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა სპეციალიზებული სამსახური.მტერს რომ არ შეატყობინოთ -არ გაავრცელოთ დეტალები დარტყმის ადგილების შესახებ,ასევე ფოტო-ვიდეო მასალა.განმეორებითი თავდასხმის საფრთხე რჩება!”-ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.