ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო საკითხებზე. მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილია…

წაიკითხეთ მეტი

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის აფხაზეთის მთავრობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი – 143 ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხზე, სწრაფი და ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისა და მთავრობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. “ჩვენ…

წაიკითხეთ მეტი

ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

“ბაგების დასახლებაში, კორძაიას ქუჩაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი. გზის აღნიშნული მონაკვეთი მეწყრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას – გაჩენილი იყო ბზარები. პროექტით გათვალისწინებულია გზის ორზოლიანი მონაკვეთის მოწყობა, რადგან ამ ტერიტორიაზე ისეთი სივიწროვე იყო, ორი ავტომანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიდა. მოეწყობა ტროტუარი…

წაიკითხეთ მეტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ ამის შესახებ ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე წერს.

წაიკითხეთ მეტი

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, 2024 წელს,  7 მილიონ 700 ათასამდე ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელეს

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შინაურ ცხოველებს უფასო ვაქცინაცია/ რევაქცინაცია ჩაუტარდა ისეთ ინფექციურ  დაავადებებზე როგორებიცა: თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი,  ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი.  ყირიმ-კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში დამუშავდა 6 080 მსხვილფეხა საქონელი, ცხოველთა სეზონური გადარეკვის პერიოდში კი, ვეტერინარული ზედამხედველობის  პუნქტებზე ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ სულ  947 ათასამდე  წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული. განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და…

წაიკითხეთ მეტი

,,სამწუხაროდ, ადამიანთა რაღაც ვიწრო ჯგუფი იყენებს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩემზე ან აპარატის თანამშრომლებზე და მათ გასაგონად ვთქვი, რომ ასეთი რამ არ გამოვა”-ლევან იოსელიანი

„მე, დიდი ხანია, ასეთ რამეს შეჩვეული ვარ და ეს ჩემს განწყობებზე თუ პოზიციონირებაზე ვერ იმოქმედებს. ამიტომ ამას აზრი არ აქვს და თვითონ უფრო დაზიანდებიან ამით. საზოგადოებას თავიანთ თავს უფრო აცნობენ ამ ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენით, ვიდრე მე მაკლდება რამე. მე არაფერი არ მაკლდება“, – განაცხადა იოსელიანმა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ის მზად არის ყველასთან…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ბოლნისელ მეღვინეებს შეხვდა

„ბოლო წლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობა პერსპექტიულია. ყურადღებას იპყრობს საოჯახო მარნები და ქვევრის ბოლნური ღვინოები, რომლებიც განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე. ბოლნისურ ვაზსა და ღვინოს დიდი წარსული და ისტორია აქვს, ადგილწარმოშობის დასახელება -ბოლნისიც მიენიჭა. ამ ეტაპზე, ბოლნისში 30 საოჯახო მარანია, ძირითადად გვხვდება ძველი აღდგენილი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები: საფერავი, რქაწითელი, თავკვერი, მწვანე, შავკაპიტო, ასურეთული…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინფორმაციას ავრცელებს

25 იანვარს დილის 11:00 საათიდან ქალაქ მარნეულსა და სოფელ ყიზილაჯლოში სატესტო რეჟიმში ჩაირთვება სასმელი წყლის ახალი ქსელი, რის გამოც, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს 24 საათის განმავლობაში წყალი სასმელად არ გამოიყენოს! ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა 1000-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული მოედანი. შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

,,მერიაში რეორგანიზაციაა, კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება”-კახა კალაძე

„როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს  თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის შეეხო თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან მერიაში ამჟამადაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »