თეა ახვლედიანმა და ალექსანდრე წულაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს
2024-2025 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. სახელობითი სტიპენდიატი, ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში, 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიის სახით. ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა…