მარნეულში, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ბილიკები აღდგება ამფითეატრი. განთავსდება ახალი სკამები, ასევე დამონტაჟება თანამედროვე გარე განათების სისტემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 463 991 ლარს შეადგენს. სკვერში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი…

წაიკითხეთ მეტი

საზოგადოების ინფორმირების მიზნით 2024 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა

სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი წინა – 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. 2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად კვლავ მაღალ ნიშნულზეა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი – გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.26%. 2024 წელს შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. ჯამში 2024 წელს 2023…

წაიკითხეთ მეტი

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოში ინფლაცია თითქმის ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ნათია თურნავამ სსფ-ს წევრებს სებ-ის მაკროეკონომიკური პროგნოზები…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. სისხლის უანგარო დონაციის აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო. გაღებული სისხლით სისხლის დონაციის ბანკის სარეზერვო მარაგი შეივსება. აღსანიშნავია, რომ აქციაში ჩართულ მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის კვლევაც…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრეზიდენტმა ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტის სასახლეში გადაეცათ. მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების გამო, საქართველოს სახელით, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

„ღრმად დამწუხრებული ვარ, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს“, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

წაიკითხეთ მეტი

პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძესთან, შალვა გოგოლაძესთან და ირაკლი ქარსელაძესთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია სპორტის საზოგადოებასთან განიხილა

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაესწრო. მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს…

წაიკითხეთ მეტი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა და კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და ასევე ისაუბრეს იმ სამუშაოებზე, რომლებიც რეგიონებში მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონული განვითარების ფონდის მიმდინარეობის პროცესი განვიხილეთ….

წაიკითხეთ მეტი

თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში. სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს…

წაიკითხეთ მეტი

სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »