ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა 1000-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი.

სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული მოედანი.

შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading