პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა

შეხვედრა აშშ – ში პირველი ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განვითარების ორგანიზაციაა. მისი თქმით, ურთიერთობის არსებულ ეტაპზე, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს თანამშრომლობა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის. „ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელი,…

წაიკითხეთ მეტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმებს. ფინანსთა მინისტრმა ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისთვის და პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებაში თანამშრომლობისთვის. შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და…

წაიკითხეთ მეტი

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინ ძის თანათავმჯდომარეობით სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.  კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო…

წაიკითხეთ მეტი

მსხვილი ყაზახური ჰოლდინგი „Freedom Holding“ საქართველოს საფინანსო სექტორით დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა „Freedom Holding Corp“-ის მენეჯმენტთან. Freedom Holding-ი მსხვილი საცალო, საბროკერო და საინვესტიციო ბანკია ცენტრალური აზიის რეგიონში. ჰოლდინგი კლიენტებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ საბანკო, ასევე ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგი აშშ-ში, ნევადაშია დაფუძნებული. მისი სათავო ოფისი კი ყაზახეთში, ალმათიში მდებარეობს. Freedom Holding-ის აქციები ივაჭრება ნასდაკის საფონდო ბირჟაზე (Nasdaq Capital Market)….

წაიკითხეთ მეტი

სოფლის განვითარების სააგენტო და ფონდი „სვისკონტაქტი“ თანამშრომლობის სფეროს აფართოებს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და  ფონდ „სვისკონტაქტ – საქართველოს“  შორის  მემორანდუმი გაფორმდა. ფონდი „სვისკონტაქტი“ სოფლის განვითარების სააგენტოსთან  „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის”  ფარგლებში   თანამშრომლობს. პროექტს Swisscontact, Mercy Corps და The Springfield Center-ის კონსორციუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ და ფონდ „სვისკონტაქტ – საქართველოს“  წარმომადგენლობის დირექტორმა  რიჩარდ როუზმა მოაწერეს.    მემორანდუმი მიზნად ისახავს სააგენტოს…

წაიკითხეთ მეტი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც ეხმარება ქვეყნის კერძო სექტორს, გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა EBRD – ის დირექტორს საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. საუბარი წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგებში მიმდინარე პროცესებზე. განსაკუთრებული ყურადღება წარიმართა მწვანე ენერგეტიკაზე,…

წაიკითხეთ მეტი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორთა საბჭომ 104 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი და 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 104 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი და 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე შეისწავლის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობებს, BESS-ის…

წაიკითხეთ მეტი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)  გამარტივებული საბაჟო ფორმალობების გაცნობის მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.  შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ – საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით.  აღსანიშნავია, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ამ სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომლის ფუნქციებში შედის NCTS-ის სისტემის  გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ყველა სერვისის 24/7 რეჟიმში შეუფერხებელი მიწოდება.  შეხვედრას, ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსაონ ურიდია, ასევე უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, გიორგი ჩერქეზიშვილი და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.

წაიკითხეთ მეტი

მსხვილი ყაზახური ჰოლდინგი „Freedom Holding“ საქართველოს საფინანსო სექტორით დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა „Freedom Holding Corp“-ის მენეჯმენტთან. Freedom Holding-ი მსხვილი საცალო, საბროკერო და საინვესტიციო ბანკია ცენტრალური აზიის რეგიონში. ჰოლდინგი კლიენტებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ საბანკო, ასევე ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგი აშშ-ში, ნევადაში დაფუძნებულია. მისი სათავო ოფისი კი ყაზახეთში, ალმათიში მდებარეობს. Freedom Holding-ის აქციები ივაჭრება ნასდაკის საფონდო ბირჟაზე (Nasdaq Capital Market)….

წაიკითხეთ მეტი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის თაობაზე სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტს – „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სასესხო შეთანხმება მეტროს შემდგომ განახლებას ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს, მეტროთი მგზავრთა გადაყვანას 48 ერთეული 4-ვაგონიანი შემადგენლობა ახორციელებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადები იწურება და აუცილებელია…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »