აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორთა საბჭომ 104 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი და 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 104 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი და 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი.

პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე შეისწავლის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობებს, BESS-ის ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (GSE).

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას. ამასთანავე, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში, ასევე ზოგადად საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში. გრანტი ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ წყალბადის პოტენციალის განსაზღვრას და კერძო სექტორის ჩართვის წახალისებისთვის საჭირო პირობების შემუშავებას.

აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის ინვესტიცია, 2007 წელს საქართველოს მასში გაწევრიანების დღიდან, 5 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია საქართველოს სუვერენულ პორტფელში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading