რუსულმა მხარემ სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა „რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა.

„რუსულმა მხარემ აკრძალა მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა ბგანბამ.

რუსული მედია წერს, რომ აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 36 000 ტონამდე ციტრუსის იმპორტი იგეგმებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading