შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)  გამარტივებული საბაჟო ფორმალობების გაცნობის მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ – საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ამ სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომლის ფუნქციებში შედის NCTS-ის სისტემის  გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ყველა სერვისის 24/7 რეჟიმში შეუფერხებელი მიწოდება. 

შეხვედრას, ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსაონ ურიდია, ასევე უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, გიორგი ჩერქეზიშვილი და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading