მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან
“ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა გავმართე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან.
განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღვნიშნეთ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ვიმსჯელეთ ამ პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია აქვეყნებს.




