ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სიმულაციური სწავლება გაიმართა
სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოდელირებული სცენარით მიმდინარეობდა და მისი მიზანი ინციდენტის დროს ეფექტიანი მოქმედებისა და ორგანიზების გაუმჯობესება, ასევე კრიზისულ სიტუაციაში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.






