ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს  მარნიქს ვან რეის შეხვდა

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში…

წაიკითხეთ მეტი

2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი დაფიქსირდა

საქართველოში 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია. გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა…

წაიკითხეთ მეტი

ნათია თურნავა თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ფათიხ კარანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ფათიხ კარანთან გამართა შეხვედრა. საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობის…

წაიკითხეთ მეტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა

ისტორიაში პირველად, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს. საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულებში. ერთ სულზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით…

წაიკითხეთ მეტი

შემოსავლების სამსახურისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უწყებათაშორისი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2023-2025 წლებში მიმდინარე პროექტის –  „საგადასახადო და სატარიფო ზომების და უკანონო ვაჭრობასთან მიმართებით რეაგირების პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში“ განხილვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით უწყებათაშორისი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. აღიშნული პროექტის მიზანია შემცირდეს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი და მოსახლეობაში მეორადი მოწევის გავლენა. კერძოდ, თამბაქოს ეროვნული საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებით…

წაიკითხეთ მეტი

ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმენოვს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხაზი გაესვა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული…

წაიკითხეთ მეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა. შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა,…

წაიკითხეთ მეტი

ფინანსთა სამინისტროს განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ სპეკულაციებს იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა, გადასახადების ზოგიერთ სახეობაში, ფაქტობრივი მაჩვენებლის საპროგნოზო მაჩვენებელთან ჩამორჩენის მიუხედავად. 2025 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის…

წაიკითხეთ მეტი

ვახტანგ ცინცაძემ აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც ქ. ვაშინგტონში შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები. შეხვედრაზე…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »