შემოსავლების სამსახურისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უწყებათაშორისი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2023-2025 წლებში მიმდინარე პროექტის –  „საგადასახადო და სატარიფო ზომების და უკანონო ვაჭრობასთან მიმართებით რეაგირების პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში“ განხილვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით უწყებათაშორისი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. აღიშნული პროექტის მიზანია შემცირდეს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი და მოსახლეობაში მეორადი მოწევის გავლენა. კერძოდ, თამბაქოს ეროვნული საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით  (FCTC) უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. 
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა, შეაჯამეს  პროექტის შედეგები და განიხილეს სამომავლო ინიციატივები, მათ შორის მსოფლიო ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის ახალი პროდუქტების გამოჩენით განპირობებული  გამოწვევები. 
აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ, პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა  4 სამსახურებრივი ძაღლი, რომლებიც თამბაქოს ძებნა-აღმოჩენაზე გაიწვრთნა. ამასთან, განხორციელდა კინოლოგ ოფიცერთა ვიზიტები თურქეთისა და სლოვაკეთის კინოლოგიის ცენტრებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სლოვაკი კინოლოგ ინსტრუქტორების საქართველოში ვიზიტი, რომელთა დახმარებითაც გადამზადდა 20-მდე კინოლოგ ოფიცერი და სამსახურებრივი ძაღლი. 
უწყებათაშორის შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading