26 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, თოვა და შტორმი

გარემოს პროგნოზის მიხედვით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ადგილობრივად ძლიერი, ასევე ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება. საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading