საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა

გვანცა ვარამაშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია; მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. გვანცა ვარამაშვილი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორია, მოპოვებული აქვს…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ხვალ 28 თებერვალს შესრულდება შემდეგი რეისები: №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი; №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი; ასევე 28 თებერვალს, უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რესი, კერძოდ: №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; №3874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი; №618/617 თბილისი-ბირჯომი-თბილისი; №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზა…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საკრებულოს სხდომა ჩატარდა

სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ განხილული და მხარდაჭერილი იყო რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. წარმოდგენილი პროექტით, მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისთვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით უცვლელია და ტარიფები ამგვარად განისაზღვრა: ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა – 25.2 ლარი, მეორე ქვეზონა – 24.36 ლარი, შუალედური ზონა – 16,8 ლარი, ხოლო პერიფერიულ ზონაში: პირველი ქვეზონა…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა

მთავრობის მეთაური აჭარაში არსებულ ვითარებას და იმ ღონისძიებებს გაეცნო, რომლებსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებს. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კომუნალური სერვისების მიწოდება. აღინიშნა, რომ გარკვეული გამოწვევები…

წაიკითხეთ მეტი

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

ამჯერად, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ‘Hungexpo 2025” იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე საქართველოს, როგორც ახალი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების მიმართ ინტერესი იყო მაღალი. წელს, Hungexpo-ს 23,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department  

წაიკითხეთ მეტი

განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას საგრანტო პროგრამაზე: „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 2025-2026“

თუ მუშაობთ საქართველოს სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და გსურთ მოიპოვოთ სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეს პროგრამა თქვენთვისაა! კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების მიზნით, საზღვარგარეთ ვიზიტის პერიოდი: 2025 წლის ივნისი – 2025 წლის დეკემბერი. წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/V4m1r ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ – განათლების…

წაიკითხეთ მეტი

ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა. მსურველი პირები დარეგისტრირებას 2025 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2025 წლის 17 მარტიდან 2025 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, განხორციელებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. დიდთოვლობის გამო სოფელი შრომა მოწყვეტილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. საავტომობილო გზის ერთ-ერთ კრიტიკულ მონაკვეთზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 26 თებერვალი: № 804 თბილისი – ბათუმი; №801 ბათუმი – თბილისი; №869 ზუგდიდი-თბილისი; №874 თბილისი -ფოთი; №617 ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი – ბორჯომი; 27 – 28 თებერვალი: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356 ქუთაისი-რიონი; № 6353/6354 ქუთაისი -რიონი; № 682/681…

წაიკითხეთ მეტი

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ – უახლოეს საათებში დასრულდება…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »