განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას საგრანტო პროგრამაზე: „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 2025-2026“
თუ მუშაობთ საქართველოს სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და გსურთ მოიპოვოთ სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეს პროგრამა თქვენთვისაა!
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების მიზნით, საზღვარგარეთ ვიზიტის პერიოდი: 2025 წლის ივნისი – 2025 წლის დეკემბერი.
წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/V4m1r
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში: https://app.iec.gov.ge, 2025 წლის 15 აპრილის 15:00 საათამდე.
პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის საკონკულტაციო შეხვედრები ჩატარდება განაცხადების მიღების პერიოდში, ყოველ ორშაბათს, 14:00 სთ-ზე.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.
ათეა გისურვებთ წარმატებას!