9 მაისს, სტოკჰოლმის ცენტრალურ მოედანზე (“Kungsträdgården”), საქართველოს საელჩომ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის დღისა და შვედეთის ევროკავშირში წევრობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში

საქართველოს კუთხემ დამთვალიერებლების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, სადაც, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საინფორმაციო მასალა და ქართული სამზარეულო იყო წარმოდგენილი.

საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, საელჩოს ჩართულობის შედეგად, შვედეთში მოღვაწე ანსამბლმა ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულა. აგრეთვე, კონცერტის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ღონისძიება საზეიმო ვითარებაში გახსნეს ევროკავშირის საკითხებში შვედეთის ყოფილმა და ამჟამინდელმა მინისტრებმა, რის შემდგომ მათ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შვედეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading