ნიუ-იორკის უცხოელ კონსულთა საზოგადოებამ (SoFC) ქალაქ ნიუ-იორკის მერიასთან ერთად, აღნიშნა 100 წლის იუბილე თემით – „დიპლომატიის მემკვიდრეობა, შესაძლებლობების მომავალი“

ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია, რომელიც ასევე ასრულებს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის როლს.

ღონისძიების მიმდინარეობისას ნიუ-იოკრის მერიამ უცხოელ კონსულთა საზოგადოებას გადმოსცა ოფიციალური პროკლამაცია, რომელიც აღიარებს ორგანიზაციის 100-წლიან დიპლომატიურ მსახურებას და კვლავ ადასტურებს ქალაქის პარტნიორობას დიპლომატიურ საზოგადოებასთან.

🔹აღსანიშნავია რომ, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, მიღებას კულტურული პროგრამით უძღვებოდა ქართული დიასპორის წარმომადგენელი მომღერალი ნინი წიკლაური ბენდთან ერთად.

🔹 ღონისძიებამ გააერთიანა 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, დიპლომატები, ქალაქის ოფიციალური პირები და საერთაშორისო პარტნიორები.

🔹უცხოელ კონსულთა საზოგადოება (SoFC) , რომელიც 1925 წლიდან მოქმედებს, აერთიანებს საკონსულოებს, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ხელს უწყობს კულტურულ-სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას ნიუ-იორკში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading