ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა საელჩოში უმასპინძლა ბრაზილიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (ABAV) წარმომადგენლობას, საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსის, ჯესიკა კორეიას ხელმძღვანელობით

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვას. საქართველოს ელჩმა „ABAV”-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე წლის ოქტომბერში რიო დე ჟანეიროში დაგეგმილ ტურიზმის გამოფენებზე ტურიზმის თემაზე მომუშავე ქართული უწყებებიდან მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ტურისტული კომპანიებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობისა და ინტერესის გაზრდას. ამ მიზნით, გამოითქვა სურვილი, მოხდეს კერძო კომპანიების წახალისება, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა საქართველოსა და ბრაზილიაში გამართულ ტურისტულ გამოფენებში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, რომლებიც მოსახლეობაში გაზრდის ცნობადობას ქვეყნების ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading