,,ტოიოტას ცენტრიში 8 „პრადოს“ იყიდი შავებსო, მათი ტერმინოლოგიით „ნავაროტკიანი“ უნდა ყოფილიყო რვავე, აი აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო”-ალექსანდრე მეგუთნიშვილი
„კარცერში, ფუქსებში და კარანტინში გავატარე სადღაც თვეზე მეტი. ამ პერიოდში ჩემი ძმა მიიყვანეს „კუდ-ის“ შენობაში. [დავით] ლორთქიფანიძემ გამოგზავნა ორი ადამიანი ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს შეიყვანეს [ზურაბ] ლალიაშვილის კაბინეტში. მეორე სართულზე ლორთქიფანიძე- ლალიაშვილი არიან, ლალიაშვილს პოზა აქვს – ზის ფეხები ულაგია მაგიდაზე, ჩემთანაც აქვს გაკეთებული, გვერდით იარაღი უდევს, ვერცხლისფერი ბერეტა შლის, აწყობს.
ჩემს ძმას უთხრეს, რომ ჩვენ ეხლა აზრი არ აქვს რამეზე დავილაპარაკოთო. თბილის ხომ იცი დიღომიო, კიო ამან უთხრა როგორ არ ვიციო. ეხლა წახვალ შენ დიღომშიო, იქ არის ტოიოტას ცენტრიო, 8 „პრადოს“ იყიდი შავებსო, მათი ტერმინოლოგიით „ნავაროტკიანი“ უნდა ყოფილიყო რვავე, აი აქ ეზოში გაგვიჩერებთ და შენი ძმა იქიდან გამოვა ცოცხალი, თუ არა და „ტრუპს“ გამოიტანთო. 4 წელს მა საქმეზე მივცემთ, ორ წელს დავუმატებთ ციხეშივეო და იქიდან „ტრუპი“ გამოვა სხვანაირად ვერ გამოიტანთო. ნახევარ მილიონ დოლარზე იყო საუბარი 8 მანქანა რომ გვეყიდა. შეიძლება ამდენი ფული არ გქონდეთ, მაგრამ მიწა გექნებათ გაყიდეთო, დაგეხმარონ მეგობრები, მეზობლები, ძმაკაცებიო. უთხრა ახლა შენ ადექი წადი ფული გაქვს საშოვნელიო და თუ შენ გგონია, რომ აქედან გახვალ და ან პროკურატურაში წახვალ ან პოლიციაშიო, ეგ ჩვენ დავიჭირეთ ჩვენი პატიმარია და ჩვენ გვაქვს მისი განკარგვის უფლებაო. ცემმა ძმამ უთხრა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ 8 „პრადოს“ ყიდვას. ზუსტად ერთ კვირაში ლორთქიფანიძე თვითონ ჩავიდა წინანდალში, ჩასვა ცემი ძმა მანქანაში და უთხრა, რა ქენი ფული იშოვეო, ამან უთხრა ვერ ვიშოვე და ვერც ვიშოვიო. კაი, კაი გადადი მანქანიდან და ჩვენ მივხედავთო, მე არაფერი ვიცოდი, არც ადვოკატი შემოდიოდა“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.