შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დაინტერესებულ პირებთან საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის, ანალიტიკური იურიდიული დეპარტამენტების თანამშრომლებმა დაინტერესებულ პირებთან საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, ონლაინ ფორმატში მორიგი შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება ა/ფ გამოწერის სპეციალური წესი;

2. „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების განხილვა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე;

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ახალი ფორმა;

4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.

 შეხვედრას, რომელსაც  270-მდე გადასახადის გადამხდელი ესწრებოდა დიალოგის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading