4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დასრულდა 🗳️
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერობის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
📌 ჯამში 50 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა კანდიდატების დასახელების სურვილი.
- დამოუკიდებელი მერობის კანდიდატებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 8 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა საარჩევნო კომისიებს: რეგისტრაცია გაიარა 6-მა, 2-ს უარი ეთქვა.
- მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის 42 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს: რეგისტრაცია გაიარა 39-მა, 3-ს უარი ეთქვა.
✅ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 25 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები, რათა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.