სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო პუნქტ „დარიალთან“ მყოფი 65 უკრაინის მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.
⚠️ საზღვარზე კვლავ რჩება გარკვეული რაოდენობის პირი, რომელთა დროული და უსაფრთხო დაბრუნება ქართული მხარის და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის ფარგლებში მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: სახელმწიფო დაიცავს უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ნებაყოფლობით დაბრუნების პროცესს