2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება
პოლიტიკურ პარტებს ცესკო რეგისტრაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4ოქტომბერს – ოქტომბრის პირველ შაბათს.
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები პროცედურების დეტალური აღწერილობა იხილეთ მითითებულ ბმულზე – https://shorturl.at/uLm4U
შეგახსენებთ რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17ივლისისა.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროებისა ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51.
