გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისის გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია:

  • ინტენსიური და ხანგრძლივი წვიმა,
  • ელჭექი და დროგამოშვებით ძლიერი ქარი,
  • ლოკალურად სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს:
▪ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,
▪ გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
საფრთხის დონე — საშუალო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული პროგნოზი და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, განსაკუთრებით გადაადგილებისას და ბუნებრივ გარემოში ყოფნისას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading