ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის – დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის სხდომა ჩატარდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 20 ივნისს, 13:00 საათზე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის – დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით – სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროსა და საკრებულოს მორიგ, გეგმიურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.
კომისიამ განსახილველად შემდეგ საკითხებზე იმსჯელა: ,, 1.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, 9 ერთეულ გარე განათების ქსელში მყოფ საყრდენებზე (ბოძი), ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების მიზნით, საყრდენი წერტილების, სს „სილქნეტისთვის”, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საკითხი.”- ნათქვამია განცხადებაში.




