მარაბდის ბრძოლის 400 წლისთავი თეატრალური წარმოდგენით აღინიშნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მარაბდის ბრძოლის 400 წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა — მარაბდის ველზე, 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალთან, გაიმართა თეატრალური წარმოდგენა „მარაბდა 400“, რომელმაც ისტორიული ეპოქა სცენაზე გააცოცხლა.

ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა, ესტრადის მომღერლებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. სცენაზე გაცოცხლდა 1625 წლის გმირული ბრძოლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, ასევე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის მაყურებელთა შორის იყვნენ ვეტერანი და მოქმედი ძიუდოისტები — მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური თამაშების პრიზიორები. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ძიუდოს ნაკრების წევრები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრებად დასახელდნენ.

„მარაბდა 400“-ის სახალხო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე და გიგა ნამიჭეიშვილი, თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები ლია ზურებიანი და დევი მუხაშავრია, ბოლნისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, კომპანია „არემჯის“ კორპორაციული მენეჯერი ზურაბ დევდარიანი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading