18-20 სექტემბერს საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი – გაცემულია გაფრთხილება
⛈️ 18 სექტემბრის საღამოსდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს:
- მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება
- პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები
- გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება
📍 საფრთხის დონე – საშუალო.
მოსახლეობას და მძღოლებისთვის რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, განსაკუთრებით მთიან და სანაპირო რეგიონებში.