ვატიკანში მსოფლიოს წამყვანი მოაზროვნეები პირველი პოპ-კონცერტზე შეიკრიბნენ

📍 ვატიკანში ხელოვნურ ინტელექტსა და კაცობრიობის მომავალზე იმსჯელეს – სამიტი ისტორიული კონცერტით  დასრულდა.

ვატიკანში გაიმართა სამიტი თემაზე „ადამიანური საძმო“, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო დონის მოაზროვნეები, ნობელის ლაურეატები და ხელოვნური ინტელექტის სფეროს ექსპერტები შეიკრიბნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა დიალოგის წარმართვას ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, სპორტი და AI-ის განვითარება.

AI-ის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მუსიკოსმა და ტექნოლოგიურ კომპანიაში FYI.AI-ის დამფუძნებელმა Will.i.am-მაც, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით 2012 წლიდან მოღვაწეობს. მისი თქმით, ეკლესიასა და პაპს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ AI-ის ჰუმანური განვითარების პროცესში.

სამიტი დასრულდა წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული ისტორიული პოპ-კონცერტით, რომელიც ამერიკელმა მუსიკოსმა ფერელ უილიამსმა წაიყვანა, სცენაზე კი იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ იმღერა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading