14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა და ყოველწლიურად აღინიშნება 14 ივნისს. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სიხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე და, აგრეთვე, უანაგრო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა. უანგარო დონორის მსოფლიო დღე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური კამპანიების ნაწილია.

,,სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სპეციალურ კამპანიას შეუერთდა – ცენტრის წარმომადგენლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

უსაფრთხო სისხლის მნიშვნელობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ. მისი თქმით, 2011 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის, სისხლის უსაფრთხო მარაგების შექმნას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, ყოველწლიურად იმატებს დონორთა რაოდენობაც და 2023-2024 წლებში, ეს მაჩვენებელი 62 000 – 63 000-ს აღემატებოდა.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2004 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება.”-ნათქვამია ინფორმაციაში,რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading