„ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით მოვუწოდო ისრაელსა და ირანს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ“ – რომის პაპი ლეო XIV
„უფრო უსაფრთხო, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრებითა და გულწრფელი დიალოგით უნდა ხდებოდეს, რათა დაისადგუროს მდგრადმა მშვიდობამ, რომელიც სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული.
არავინ არავის არსებობით არ უნდა ემუქრებოდეს.
ყველა ქვეყნის ვალია – მშვიდობის საქმის მხარდაჭერა, შერიგების გზების ინიციირებითა და იმ გადაწყვეტილებების წინ წაწევით, რომელიც უსაფრთხოებისა და ყველასთვის ღირსებით გარანტორი იქნება“.ნათქვქმია რომის პაპის განცხადებაში,რომელსაც Reuters-ი ავრცელებს.
