ძლევაი საკვირველი-დავით აღმაშენებლის სიტყვები და დიდგორის ბრძოლის დღესასწაული ⚔️
1121 წლის 12 აგვისტოს, სისხამ დილას, დავით აღმაშენებელმა მებრძოლებს უთხრა:
„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ… მაშ, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე გავიქცევით!“
ამ სიტყვებმა დიდი მოტივაცია მისცა ქართველ მეომრებს, რომლებმაც დიდგორის ბრძოლაში განამტკიცეს ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსეს ფუნდამენტი საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვებისთვის — „ძლევაი საკვირველისთვის“.
დღეს ეს დღე აღინიშნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდებული თარიღი ჩვენს ეროვნულ კალენდარში, რომელმაც ქართველებს აჩვენა გმირობის და ერთიანობის ძალა.
მსოფლიო ისტორიის დიდი გამარჯვების 904 წელი!!!