გარემოს დაცვის ინსპექტორებმა კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო საქმიანობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში უკანონო სამართალდარღვევები გამოავლინეს.

➡️ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი, რომელიც დაილუქა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაეგზავნა.

➡️ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმას მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კუსტარულად დამზადებული სანახშირე და 5 კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის საშეშე მერქანი ამოიღეს.

✅ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის, ჰაერის დაბინძურების, ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი დარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით. სწრაფი რეაგირება ხდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading