თბილისში 17 წლის მოზარდი ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2007 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით.
სამართალდამცველებმა მოზარდის პირადი ჩხრეკისას და მის მიერ მითითებულ ლოკაციებზე 34 შეკვრად დაფასოებული „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, სავარაუდოდ, შემდგომი რეალიზაციისთვის იყო განკუთვნილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.