ცნობილია რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები 2026-2027 სასწავლო წელს
2026-2027 სასწავლო წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არესბულ პროგრამებზე ჯამურად 6650 სტუდენტის მიღება განისაზღვრა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 სტუდენტი ჩაირიცხება, ხოლო ილია უნივერსიტეტში არესბულ პროგრამებზე 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა იქნება.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მიღების რაოდენობისა და სასწავლელ დაწესებულებებში განაწილების კვოტების შესახებ დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გუშინ გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა საერთო რაოდენობა 21 300-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება მაგისტრატურის პროგრამებს, მიღების საერთო რაოდენობა 3233 სტუდენტია. მათგან 1013 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზეა განსაზღვრული, 660 – რაც შეეხება მაგისტრატურის პროგრამებს, მიღების საერთო რაოდენობა 3233 სტუდენტია. მათგან 1013 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზეა განსაზღვრული, 660 – სტუ-ის პროგრამებისთვის, ხოლო 60 – ილიას უნივერსიტეტისთვის.