ცნობილია რომელ უნივერსიტეტში რა ფაკულტეტებზე გამოცხადდება სტუდენტების მიღება

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის, ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განისაზღვრა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკა, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ინჟინერიული და ტექნიკური დისციპლინები.
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მედიცინის სპეციალობები.
  • ილია უნივერსიტეტი – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტირებული STEM სპეციალობები.
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები, ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა.
  • სახელოვნებისა და სპორტის უნივერსიტეტები – შესაბამისი პროფილის სპეციალობები.
  • ბატუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – მრავალფუნქციური დატვირთვა.
  • ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აგრარული სპეციალობები, ტურიზმის პროგრამები, პედაგოგიკა.

გივი მიქანაძის თქმით, სტუ­­დენ­­ტთა მიღების კვოტები შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა, რათა სტუდენტებმა სწავლის დასრულების შემდეგ რეალურად გაამართლონ შრომის ბაზრის მოთხოვნები.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ყოველი უნივერსიტეტი მიიღებს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას და პროფესიული ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას.

შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა საერთო რაოდენობა 21 300 იქნება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 2 000 მეტი სტუდენტია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading