ცდილობენ ე.წ. კარწინკის დადგმას,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ექსპრეზიდენტი რას იტყვის -მამუკა მდინარაძე
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ექსპრეზიდენტი რას იტყვის. ეს სიტყვა ჩემი გამოგონილი, ექსკლუზივი არაა. მათ გააკეთეს განცხადება, რომ მათ ექს პრეზიდენტი მიიწვიეს. ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არც მათთვის აქვს, ვინც მიიწვია. ახლა ცდილობენ, ე.წ. კარწინკის დადგმას, როგორ წამოდგება კენჭისყრის წინ, ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის უადგილო დროს 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს. ეს სცენა უნდა დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში ეს რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს ქართული პოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ- განაცხადა მდინარაძემ.