დედაქალაქის მერმა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ახლად განახლებული ზედა ვესტიბიული დაათვალიერა

„პროექტის განხორციელებამ გარკვეული დრო წაიღო, რადგან, როდესაც დემონტაჟი განხორციელდა, გამოვლინდა ძალიან სერიოზული პრობლემები, მთლიანად ამორტიზებული იყო შენობა და მოგვიწია გამაგრება. პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა ზედა ვესტიბიული, ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია. გვინდა, განვაგრძოთ ამ ტიპის სამუშაოები ყველა მეტროსადგურებში. გვქონდა საუბარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის ჩართულობით შევძლებთ საერთაშორისო ტენდერების გამოცხადებას. მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება და მომავალი წლისთვის გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერებს, რომელშიც მონაწილეობას უცხოური კომპანიებიც შეძლებენ. ზოგადად, მას შემდეგ, რაც აშენდა მეტროსადგურები, მას შემდეგ ამ ტიპის და მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. როდესაც ვიწყებთ განახლების სამუშაოებს, მაშინვე ჩნდება უფრო დიდი და სიღრმისეული პრობლემები, რომელიც საჭიროებდ მეტს დროს და იწვევს უკმაყოფილებას.
სამუშაოები ჩატარდა მეტროსადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ მიერ.
სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4,2 მლნ ლარს.