,,ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია და მრავალჯერადი ხმის მიცემა”-ნათია იოსელიანი

„ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა არაერთი საარჩევნო, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია, ასევე ერთი და იმავე ამომრჩევლის მხრიდან მრავალჯერადი ხმის მიცემა. ასევე ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა მარკირების სითხესთან მიმართებაში, რამაც დაადგინა, რომ მარკირების სითხის ქიმიური შემადგენლობა იყო სრულად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან.

საარჩევნო ადმინისტრაცია სთხოვს და მოუწოდებს ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე გავიდა არჩევნების ჩატარებიდან, თუ აქვთ რაიმე ტიპის დამადასტურებელი მცირედი ფაქტებიც კი არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, წარმოადგინონ საგამოძიებო ორგანოში და ბუნებრივია, საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია საბოლოო დასკვნის მოსმენა“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading