კვარაცხელია საფრანგეთში წასვლამდე „ლარგო მარადონაზე“ იმყოფებოდა

„ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთში წასვლამდე და „ნაპოლისთან“ დამშვიდობებამდე ესპანურ კვარტალში, „ლარგო მარადონაზე“ იმყოფებოდა, სადაც დაუვიწყარი დიეგო არმანდო მარადონაა გამოსახული. ის გუნდის ლეგენდას დაემშვიდობა.

დიეგო არმანდო მარადონას პოპულარული მუზეუმი ესპანურ კვარტალში მდებარეობს და ადგილობრივები მართავენ. ისინი აგროვებენ ყველა საინტერესო სამახსოვრო ნივთს, სუვენირს თუ მაისურს, რაც მათთვის მარადონას „ნაპოლისთან“ აკავშირებდა.

ქართველი ფეხბურთელი უახლოეს საათებში საფრანგეთში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს „პარი სენ-ჟერმენთან“, რომელიც მის ტრანსფერს 75 მილიონ ევროდ გამოისყიდის. კვარა ნეაპოლელთა ყოფილ 10-ნომერთან დაკავშირებულია, თუნდაც მხოლოდ ზედმეტსახელ „კვარადონას“ გამო, რომელიც გუნდში მისვლისთანავე შეარქვეს.

მისმა თამაშმა გულშემატკივრებიც გააოცა და მეტოქეებიც, მაგრამ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ურთიერთობა ნაადრევად დასრულდა. კვარა „ნაპოლიში“ ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს იღებდა, როდესაც პარიზში გაცილებით მეტის მიღება შეუძლია. „ლარგო მარადონაში“ ქართველი დაემშვიდობა ადამიანს, რომელიც ნეაპოლელებს მრავალი წლის განმავლობაში აოცებდა“, – – წერს „არეა ნაპოლი“

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading