რუსთავის საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეებით დაიწყო

რუსთავის საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეებით დაიწყო. თანამედროვე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მიზნით, რუსთავის ბაგა-ბაღებში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება და უკვე 600 აღმზრდელ-პედაგოგია გადამზადებული.

რუსთავის ბაღების გაერთიანების 23 ფილიალი 6000-მდე რუსთაველ ბავშვს ემსახურება. ბაგა-ბაღებში ამ ეტაპზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი შრომითი ანაზღაურება ბოლო 3 წლის განმავლობაში, 45%-ით არის გაზრდილი.

ამ ეტაპზე რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ნინო ლაცაბიძე – 2025 წლის სააღმზრდელო პროცესს, რუსთავის საბავშვო ბაღები კიდევ უფრო განახლებული და თანამედროვე სერვისებით ხვდება

რუსთავის საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენას, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეებით შეხვდნენ.

სასწავლო- სააღმზრდელo პროცესის დაწყებას, 44 -ე საბავშვო ბაღში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პირველ მოადგილესთან, კახა გურულთან ერთად დაესწრო.

თანამედროვე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მიზნით, რუსთავის ბაგა-ბაღებში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება და ამ მიმართულებით, უკვე 600 აღმზრდელ-პედაგოგია გადამზადებული. ინკლუზიური განათლების განხრით ტრენინგი, სააღმზრდელო პროცესში ჩართულ ყველა ფსიქოლოგს და სპეცპედაგოგს აქვს გავლილი.

ნუტრიციოლოგების რეკომენდაციის და სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისადაა შედგენილი ბავშვთა კვების მენიუ.

2025 წლიდან, რუსთავის მერია, კიდევ ერთ ახალ სოციალურ პროგრამას აამუშავებს. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროფილით დასაქმებულ რუსთაველებს, რომლებიც შესაბამის სასწავლო პროგრამაში ჩაერთვებიან, მერია ყოველთვიურად, 200-ლარიან სტიპენდიას დაუფინანსებს.

რუსთავის ბაღების გაერთიანების 23 ფილიალი, 6000-მდე რუსთაველ ბავშვს ემსახურება, ბაგა-ბაღებში ამ ეტაპზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი შრომითი ანაზღაურება, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დაახლოებით 45%-აა გაზრდილი.

ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, კი ამ ეტაპზე, რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას რუსთავის მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading