შსს მომსახურების სააგენტო „DE“ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღების წესს ასაჯაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღების მსურველთათვის.

👉 ამ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად კანდიდატმა უნდა ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის ორი ეტაპი – მოედანი და რეალური საგზაო მოძრაობა. გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია, კანდიდატს უკვე ჰქონდეს „D“ კატეგორიის მართვის მოწმობა.

📄 გამოცდაზე დაშვებისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

  • პირადობის მოწმობა;
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • შესაბამისი ავტოსკოლის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • მოქმედი მართვის მოწმობა.

🅿️ პირველ ეტაპზე შემოწმდება ისეთი ელემენტები, როგორიცაა უკუსვლით პარკირება და პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება. მეორე ეტაპი კი ტარდება რეალურ საგზაო პირობებში და მისი საფასურია 150 ლარი.

📆 კანდიდატს პირველ ეტაპზე წარმატებით ჩაბარების შემდეგ 365 დღის განმავლობაში შეუძლია მეორე ეტაპზე გასვლა.

მართვის მოწმობა გაიცემა გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დაჩქარებული წესით :

  • 1 დღეში – 50 ლარი,
  • 2 დღეში – 40 ლარი.

დამატებით, „DE“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ „AM“, „BE“ და „D1E“ კატეგორიის ტრანსპორტიც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აქვთ „C1“ ქვეკატეგორია – ასევე „C1E“ ტიპის სატრანსპორტო საშუალებები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading