მიხეილ აფციაური: „სრული პასუხისმგებლობა ავიღე თეთრიწყაროს განვითარებაზე“
დღეს, ადგილობრივი აქტივის წარმომადგენლებსთან შეხვედრისას, მიხეილ აფციაურმა, როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა მერობის კანდიდატმა, წარადგინა სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული მადლობა მან გადაუხადა მოქმედ მერს, გიორგი წიკლაურს, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

აფციაური განმარტავს, რომ მიუხედავად წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა, უამრავი გამოწვევა კვლავ რჩება. მან აღნიშნა, რომ ჯგუფთან ერთად მზად არის სრული პასუხისმგებლობა აიღოს თეთრიწყაროს განვითარებაზე.
მისი განცხადებით, მერის მთავარი პრიორიტეტებია:
🔹 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
🔹 ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და კეთილმოწყობა;
🔹 საგანმანათლებლო სივრცეების განახლება და გაძლიერება;
🔹 სპორტული, კულტურული და გასართობი ზონების მოწყობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება განვითარების და დასვენების შესაძლებლობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით შერაზადიშვილი და გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლის რეგიონული კოორდინატორი გიგა ნამიჭეიშვილი და საარჩევნო კოორდინატორი თემურ მენოგნიშვილი.
