დავით კარგარეთელი: „გარდაბნის კიდევ უფრო განვითარებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

გარდაბნის მერი დავით კარღვარე სოციალურ ქსელში მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნებას“ უდიდესი ნდობისთვის, რომელიც მეორედ გამოუცხადეს. მისი თქმით, ეს ნდობა არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ უზარმაზარი პასუხისმგებლობა თითოეული გარდაბნელის წინაშე.

„პირველი ვადის განმავლობაში ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. მე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე დავიხარჯო, რათა ჩვენი გარდაბანი კიდევ უფრო განვითარებული და წარმატებული გახდეს“, – წერს მერი.

დავით კარგარეთელი მადლობას უხდის ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, ლევან ხარაბაძეს, და ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებს – სავალან მირზოევს, ირაკლი შატაკიშვილს და ზაურ დარგალს, რომლებმაც გარდაბნის საოლქო ორგანიზაციის შტაბში ოფიციალურად წარადგინეს პარტიული აქტივის წინაშე.

მერმა აღნიშნა, რომ ერთად, გუნდურად, შეძლებენ ყველა გამოწვევის დაძლევას და საერთო მიზნების მიღწევას, რაც გარდაბნის კიდევ უფრო წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading