ალექსანდრე ტაბატაძე ესპანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

ალექსანდრე ტაბატაძემ წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის უფროსი, ბრიგადის გენერალი ალფონსო ლოპეს მალო დააჯილდოვა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading