დმანისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა პაატა ყულიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის 9 დეკემბერს, პაატა ყულიაშვილის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:
- „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ცვლილების შეტანა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში.
- „დმანისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურისათვის“ (ს/ნ 428881310) იაპონიის საელჩოსგან გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ – ცვლილების შეტანა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 აგვისტოს Nგ-109.109252395 განკარგულებაში.