კობა მურადაშვილი დმანისის მერობის კანდიდატად მეორედ დასახელდა
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დმანისის საოლქო ორგანიზაციის შტაბში მოქმედი მერი კობა მურადაშვილი ოფიციალურად მეორე ვადით წარადგინა მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად.

მურადაშვილის თქმით, ეს არის უდიდესი ნდობა და პასუხისმგებლობა, რომლის შესრულებასაც კვლავ გააგრძელებს დმანისის განვითარებისთვის. შეხვედრისას მან პარტიულ აქტივს წარუდგინა საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატები და აღნიშნა, რომ მათთან ერთად იმუშავებს ქალაქისა და სოფლების წინსვლისთვის.
პარტიის განცხადებით, მურადაშვილის ხელმძღვანელობით დმანისში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა, ხოლო მომდევნო წლებში ის მუშაობას განაგრძობს ახალი ენერგიითა და შემართებით.
