რუსეთში სასწავლო ფრენის დროს „სუ-30“ ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა – ეკიპაჟი დაიღუპა

რუსეთში “სუ-30” ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რის შემდეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსული “სუ-30” ავიაგამანადგურებელი კარელიაში 13 ნოემბერს დაახლოებით 19:00 საათზე, სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.

“თვითმფრინავი უკაცრიელ რაიონში ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა,” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading