უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
🔹 გამოძიების ფარგლებში ამოღებულია 150 000 კოლოფი „FARGO“-სა და „MILANO“-ს დასახელების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690 000 ლარს აღემატება.

🔹 საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სანქციის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საქმეზე მუშაობას, რათა გამოვლინდნენ სქემაში ჩართული სხვა პირებიც და უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
